ლაუტარო იმობილესა და იგუაინის რეკორდისკენ მიიწევს…
ლაუტარო მარტინესს მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 11 მატჩში 12 გოლი დაუგროვდა და არგენტინელი ფორვარდი სერია ა-ს გოლების რეკორდს ემუქრება.
ამ მომენტისთვის სერია ა-ში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლი 36 გახლავთ, ამ შედეგის დაფიქსირება გონსალო იგუაინმა და ჩირო იმობილემ მოახერხეს.
იმობილეს სარეკორდო სეზონში 11 მატჩში 13 გოლი ჰქონდა, ხოლო იგუაინს 11 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა. ლაუტაროს რეკორდის გასამეორებლად დარჩენილ 27 ტურში 24 გოლის გატანა მოუწევს…