ლაუტარო:“ ლუკაკუმ იმედები გაგვიცრუა…“
ინტერის ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა რომელუ ლუკაკუს სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ლუკაკუ ? მან მე და ჩემს თანაგუნდელებს იმედები გაგვიცრუა, იმ ქაოსურ საათებში ჩვენ რომელუსთან დარეკვას და საუბარს ვცდილობდით, თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს მისი არჩევანია, ჩვენ კი წინსვლას ვაგრძელებთ.
„არაბების ინტერესი ? არაბული გუნდებისგან მნიშვნელოვანი წინადადება მივიღე, ეს მართალია, მაგრამ მე ინტერში ძალიან ბედნიერი ვარ და რაიმის შეცვლის არც სურვილი და არც მიზეზი მაქვს.
„მე გუნდის კაპიტანი ვარ, ინტერი ჩემი მეორე სახლია და ვამაყობ, რომ ამ მაისურის ტარების საშუალება მაქვს.“