ლაუტარო:“ რეალის ინტერესი ? მე მხოლოდ ინტერზე ვფიქრობ…“
ინტერის ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ინტერესი რეალის მხრიდან ? რეალი გამორჩეული გუნდია, თუმცა ჩემი სრული კონცენტრაცია მხოლოდ ინტერზეა. გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს, იქ მე და ჩემი ოჯახი მილანში ბედნიერები ვართ.
„მინდა ინტერსა და არგენტინის ნაკრებს მადლობა გადავუხადო, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე ახლა აქ ვარ.“
შეგახსენებთ, ლაუტარო მარტინესმა ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მე-20 პოზიცია დაიკავა.