Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ ინტერთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში პრობლემა არ იქნება“

ინტერის კაპიტანის ლაუტარო მარტინესის აგენტმა ნერაძურისთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ინტერს ძალიან მალე შევხვდებით და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. ლაუტაროს მიზანი ინტერში დარჩენაა, რადგან ის ნერაძურის რიგებში თავს ძალიან კარგად გრძნობს.         

„ინტერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ამბიციური პროექტი აქვს, ამიტომ გუნდის დატოვების არანაირი მიზეზი არ არსებობს.“