Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ მარტინესი ინტერში შესაძლოა კარიერის ბოლომდე დარჩეს“

ინტერის ფორვარდის ლაუტარო მარტინესის აგენტმა არგენტინელი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

„ჩვენ ინტერთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ნდობაზეა დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვას შევძლებთ, რომელიც ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ლაუტაროს ინტერში აქვს ყველაფერი, რაც ამბიციურ ფეხბურთელს სჭირდება, ამიტომ მარტინესის აქ დარჩენა კარიერის ბოლომდე გამორიცხული სულაც არ არის, თუმცა ფეხბურთში არის გარკვეული წინადადებები, რომლებიც როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე გუნდისთვის მიმზიდველია, თუმცა ამ მომენტისთვის მარტინესის პრიორიტეტი ინტერში დარჩენა და ტიტულებისთვის ბრძოლაა.“