Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტი:“ მარტინესმა უამრავი წინადადება მიიღო, თუმცა…“

ინტერის ფორვარდის ლაუტარო მარტინესის აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ლაუტარომ ინტერში ბევრი გოლი გაიტანა, მოიგო სკუდეტო, გაიმარჯვა მუნდიალზე. მან ბოლო წლებში გუნდსა და ნაკრებში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და გასაკვირი არ არის, რომ მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

„ჩვენ გასულ კვირებში უამრავი წინადადება მივიღეთ, მაგრამ ლაუტაროს ინტერიდან წასვლის განხილვაც კი არ სურს. მარტინესი ინტერში ბედნიერია, ეს მისთვის მეორე სახლია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ.“