Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს გოლმა ინტერს მსუყე ფინანსური შევსება მოუტანა…

ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე ზალცბურგი ლაუტარო მარტინესსი გოლის წყალობის შეძლო, რითიც ლომბარდიულმა გრანდმა პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა და კარგი ფინანსური შევსება მიიღო.

ნერაძურიმ ამ მომენტისთვის ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით 9.33 მილიონი გამოიმუშავა, რასაც პოტენციურად კიდევ 5.6 მილიონი დაემატება, თუ ინტერმა დარჩენილი 2 მატჩის მოგება შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის სანაცვლოდ ლომბარდიულმა გრანდმა კიდევ 9.6 მილიონი მიიღო, ამის გარდა კი გუნდმა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც ინტერს კიდევ მნიშვნელოვან ფინანსურ შევსებას მოუტანს.