ლაუტაროს უარი არაბებს…
იტალიური მედიის ცნობით, ლაუტარო მარტინესმა არაბული გუნდები უარით გაისტუმრა და ნერაძურის დატოვებას არ აპირებს.
SportItalia-ს ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს არაბული გუნდები 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 60 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
წყაროს ინფორმაციით, მარტინესმა არაბების წინადადების განხილვაც კი არ ისურვა და ინტერში დარჩენა სურს, სადაც ის კაპიტნის სამკლაურს ჩაიბარებს.