Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Le10Sport: მილანი კულისებს მიღმა ტრანსფერზე აქტიურობს

მილანის ინტერესი მარსელის გარემარბის, ფლორიან ტაუვინის მიმართ ახალი არ არის. ფეხბურთელის კონტრაქტი მარსელთან სეზონის ბოლოს მთავრდება და არაერთი წყარო ადასტურებს, რომ  მისი უფასოდ გაფორმების მთავარი კანდიდატი მილანია.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, დიავოლო კულისებს მიღმა აქტიურობს და ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს. წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის გაფორმება მილანის გარდა სხვა რამდენიმე გუნდსაც სურს, თუმცა ჯერჯერობით ფავორიტად როსონერი მიიჩნევა.