Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუ დორტმუნდთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ლიდერი რაფაელ ლეაუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან მატჩში დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ლეჩესთან მატჩში მიიღო და შემდგომში მას მარჯვენა ბარძაყის ბიცეფსის პირველი ხარისხის ტრავმა დაუდასტურდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაფას დაახლოებით 20 დღე გაუცდება, რაც მის თამაშს დორტმუნდთან მატჩში, რომელშიც პლეი-ოფის საგზურია სასწორზე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს…