ლეაუ დორტმუნდთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს
მილანის პორტუგალიელი ფეხბურთელი რაფაელ ლეაუ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან მოახლოებულ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
ლომბარდიული გრანდი ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში 5 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, ამიტომ პლეი-ოფში გასასვლელად იტალიელებს გერმანელების დამარცხება სჭირდებათ, თუმცა ამის გაკეთება გუნდს რაფაელ ლეაუს გარეშე მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, ლეაუს სარეაბილიტაციო პროცესი ტრავმის შემდეგ, რომელიც მან ლეჩესთან მატჩში მიიღო, ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ამას სამედიცინო შტაბი იმედოვნებდა და დიდი ალბათობით ის ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად არ იქნება.