Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუ:“ მილანით უზომოდ ვამაყობ“

მილანის ფეხბურთელმა რაფაელ ლეაუმ, რომელიც პსჟ-სთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ეს ჯილდო არა მხოლოდ მე, არამედ მილანის თითოეულ წევრს ეკუთვნის, მე ჩემი გუნდით უზომოდ ვამაყობ. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ძლიერია მილანი საკუთარ კედლებში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და შედეგის გამო უბედნიერესი ვარ.

„ვიცოდით, რომ ამ მატჩს ჯგუფში ბევრი რამის შეცვლა შეეძლო და ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ წინ კიდევ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველოდება, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

„კრიტიკა ? ეს მე მოტივაციას მმატებს, კრიტიკას პასუხს მოედანზე ვცემ. ჩემი პრიორიტეტი გუნდისა და თანაგუნდელების დახმარებაა, გვჯერა, რომ ამ ურთულესი ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ.

„მბაპე ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მე ვარ რაფა, რომელსაც მილანის დახმარება სურს.“