Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუს ადუქტორის პრობლემა დაუდასტურდა…

მილანის პორტუგალიელი ფეხბურთელის რაფაელ ლეაუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

23 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ლაციოსთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მოედნის დატოვება დროზე ადრე მოუწია.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლეაუმ ცოტა ხნის წინ შემოწმება ჩაიტარა, რომელმაც მარჯვენა ადუქტორის კუნთის გაჭიმულობა დაუდასტურა. აღნიშნული ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მისი თამაში ინტერთან მატჩში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…