ლეაუს შემდეგ, მილანის პრიორიტეტი მენიოს კონტრაქტი იქნება
რაფაელ ლეაუსთან გახანგრძლივებული კონტრაქტის შემდეგ, მილანის ხელმძღვანელობა გუნდის კიპერის მაიკ მენიოს ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობას შეუდგა.
27 წლის ფრანგ კარის დარაჯს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, თუმცა ამას მის მიმართ არსებული ინტერესი არ შეუმცირებია და მაიკის გაფორმება არაერთ ევროპულ გრანდს სურს, თუმცა ის მილანისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელების სიაშია და ფეხბურთელის გაყიდვა ფაქტობრივად გამორიცხულია.
SportItalia-ს ცნობით, მილანს მენიოსთან, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება სურს, მისი წლიური გასამრჯელო კი 3.5-4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.