Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუს სპორტინგისთვის ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს და მილანთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ ლილის აპელაცია უარით გაისტუმრა და ფრანგ გუნდს სპორტინგისთვის გადასახდელი 20 მილიონი ევროს დაფარვა დაეკისრა, რაც რაფაელ ლეაუს ჯარიმისგან ათავისუფლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესანიშნავი სიახლეა მილანისთვის, რადგან ლეაუ გუნდისგან კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ჯარიმის ნაწილის გადახდას ითხოვდა, ახლა კი ლომბარდიულ გრანდს საქმე საგრძნობლად გაუმარტივდება.

წყაროს ცნობით, ლეაუს აგენტი მილანის სათაო ოფისს უახლოეს პერიოდში ეწვევა და არ არის გამორიცხული, რომ თვის ბოლომდე პორტუგალიელმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.