ლეაუს თამაში ინტერის წინააღმდეგ ნაკლებად მოსალოდნელია
იტალიური მედიის ინფორმაციით, რაფაელ ლეაუ დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ მატჩს გამოტოვებს.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ადუქტორის კუნთის გაჭიმულობა ლაციოსთან მატჩში მიიღო, რაც საბედნიეროდ სერიოზული არ არის, თუმცა MilanNews-ის ცნობით, როსონერი რისკზე წასვლას არ აპირებს და დიდი ალბათობით მას დასვენების საშუალებას მისცემს, განმეორებითი მატჩისთვის კი ლეაუ 100 პროცენტით მზად იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ლეაუს ძირითად შემადგენლობაში ანტე რებიჩი ან ალექსის სალემაკერსი ჩაანაცვლებს…