ლეონარდომ რომაში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
სანტოსის ფორვარდმა მარკოს ლეონარდომ, რომლის ტრანსფერზე რომა აქტიურად მუშაობდა, თუმცა ბრაზილიელებთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო, ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
„ის, რაც ბოლო კვირებში მოხდა, ძალიან საწყენია. პრეზიდენტი დამპირდა, რომ მე ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამიშვებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი ტრანსფერი არ გამოვიდა.
„მე გუნდიდან გაქცევა არასოდეს მიფიქრია, ამიტომ სანამ სანტოსის რიგებში ვიქნები, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯები.“