ლიდსი იუვენტუსიდან მაკკენის გამოისყიდის
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლიდსი იუვენტუსიდან უესტონ მაკკენის გამოსყიდვას გეგმავს.
ამერიკელი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი შემდგომში 34.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ცნობით, გუნდმა ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე უვკე შეათანხმა, რომლის თანახმადაც წლიურად გასამრჯელოს სახით 4.2 მილიონ ევროს მიიღებს, სეზონის ბოლოს კი იუვენტუსს კუთვნილ თანხას გადაუხდის.