Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილმა მილანს დევიდის ფასი შეუთვალა…

მილანი ახალი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და ლომბარდიული გრანდის პრიორიტეტული სამიზნე კვლავ ლილის ჯონათან დევიდი გახლავთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის ზაფხულში ეწურება, 40 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, მილანის პოზიტიური ფინანსური პროგრესი ლომბარდიულ გრანდს ამ თანხის გადახდის საშუალებას აძლევს და მილანი მის გაფორმებას იანვარშივე ეცდება, რაც სეზონის ბოლოს კონკურენციას აარიდებს თავიდან.