Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული კიეზას ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური და ბრიტანული წყაროების ცნობით, ლივერპული იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სქაუზერები იტალიელ ვინგერს მოჰამედ სალაჰის პოტენციურ შმცვლელად მოიაზრებენ, რომლის ტრანსფერზე არაბული გუნდები მუშაობენ და მის დარწმუნებას მსუყე კონტრაქტით ცდილობენ.

წყაროს ცნობით, თუ სალაჰმა ლივერპული დატოვა, რაც ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია, ინგლისელები მის სანაცვლოდ კიეზას გაფორმებას ეცდებიან, რომლის მიმართ ლივერპული ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს.