Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული მილინკოვიჩ-სავიჩის გასაფორმებლად პირველ წინადადებას ამზადებს

მიმდინარე სეზონის ბოლოს ლაციოს ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-საიჩი სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა იქნება.

სერბ ფეხბურთელს ლაციოსთან მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ის გუნდს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.

SportItalia-ს ცნობით, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ლივერპული გახლავთ, რომელიც არწივებს სერგეის სანაცვლოდ 50-55 მილიონ ევროს შესთავაზებს.