Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპულის ინტერესი ინძაგის მიმართ სერიოზულია

ბრიტანულ მედიაში ლივერპულის მხრიდან ინტერის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მიმართ არსებულ ინტერესზე საუბრები არ წყდება.

სქაუზერების თავკაცმა იურგენ კლოპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს და ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობამ გერმანელი სპეციალისტის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

The Athletic-ის შემდეგ, ინძაგი ლივერპულს ამჯერად Daily Mail-მა დაუკავშირა. წყაროს ცნობით, იტალიელი მწვრთნელი ინგლისელების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.