Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოფტუს-ჩიკის მილანში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის

მილანმა ჩელსის ნახევარმცველთან რუბენ ლოფტუს-ჩიკთან ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეაჩერა და დიდია ალბათობა, რომ როსონერიმ ფეხბურთელის გაფორმებაზე უარი თქვას.

ჩელსის ფეხბურთელი მილანის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იყო, მაგრამ პაოლო მალდინისა და რიკი მასარას გუნდიდან წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ლომბარდიული გრანდი ტრანსფერის დახურვას აღარ ჩქარობს.