Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი და კიეზა რომასთან მატჩისთვის მზად არიან

ფედერიკო კიეზა და მანუელ ლოკატელი რომასთან მატჩისთვის მაქს ალეგრის განკარგულებაში იქნებიან.

იტალიელი ფეხბურთელების თამაში სერია ა-ს მომდევნო ტურში მცირე ტრავმების გამო საეჭვო იყო, თუმცა მათ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს და დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

გუნდის განკარგულებაშია დუშან ვლაჰოვიჩიც, რომელმაც რამდენიმე სავარჯიშო სესია ინდივიდუალურად ჩაატარა, თუმცა ის სრულ მზადყოფნაშია.