Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი იტალიის ნაკრებს გამოაკლდა და ინტერთან მატჩში მისი თამაში საეჭვოა…

იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ნახევარმცველს მანუელ ლოკატელის ნეკნის მოტეხილობა დაუდასტურდა, რის გამოც მას დაახლოებით 2-3 კვირა გაუცდება.

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის წინააღმდეგ მატჩებისთვის ემზადება, რომლებშიც გუნდს ლოკატელი ვერ დაეხმარება.

ამ შეხვედების გარდა, ლოკატელი დიდი ალბათობით ვერც ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც 26 ნოემბერს არის ჩანიშნული.