Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას შეუდგა.

ტურინულმა გრანდმა 25 წლის ფეხბურთელი სასუოლოდან გასულ ზაფხულს საბოლოოდ გამოისყიდა და მასთან კონტრაქტის 2026 წლის ნაცვლად 2027 წლამდე გახანგრძლივება სურს.

TuttoJuve-ს ცნობით, ლოკატელიმ, რომლის მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური გუნდი იჩენდა, ტურინულ გრანდში დარჩენის და ხელშეკრულების გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის.