ლოკატელი იუვეში 2028 წლამდე დარჩება
იუვენტუსი და მანუელ ლოკატელი ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველი ტურინული გრანდის ღირსებას ახალი კონტრაქტის მიხედვით 2028 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და მას გაოფიციალურებაღა აკლია.