Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ მილანის კარში გოლის გატანა ბედისწერა იყო…“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, რომლის შორეული გასროლის წყალობით ტურინელებმა მილანიდან 3 ქულა წაიღეს, გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ლოკატელის შორეული გასროლით 2016 წლის 22 ოქტომბერს მილანმა იუვენტუსი დაამარცხა.

„მატჩში გოლის გატანაზე მე შეხვედრის დაწყებამდე ვფიქრობდი, ეს ბედისწერა იყო. 7 წლის შემდეგ იმავე დღეს გოლის გატანა წარმოუდგენელი დამთხვევაა, თუმცა ამჯერად სხვა მაისურით.

„მილანში თამაში ყოველთვის გამორჩეულია, მე აქ გავიზარდე, სან სირო და ქომაგები ყოველთვის ჩემს გულში დარჩებიან, თუმცა მე ბავშვობიდან იუვენტუსის ქომაგი ვარ, ამიტომ ჩემი არჩევანი და გადაწყვეტილებები 100 პროცენტით მაკმაყოფილებს.“