Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელის აგენტი:“ მანუელის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა“

მანუელ ლოკატელის აგენტმა ფეხბურთელის მომავალსა და მისი კონტრაქტის ტაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ლოკატელის ოცნება ყოველთვის იუვენტუსში თამაში იყო. მის ტრანსფერზე სასუოლოსა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები ძალიან გრძელი და დამღლელი გახლდათ, რადგან პანდემიის ფონზე ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება მარტივი არ იყო, პარალელურად კი ჩვენ წინადადებები არაერთი ევროპული გრანდისგან გვქონდა, მაგრამ მანუელის პრიორიტეტი ყოველთვის იუვენტუსი იყო.

„ახალი კონტრაქტი ? თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს, ამიტომ ჩვენ დროთა განმავლობაში შეთანხმებას აუცილებლად ვიპოვნით.“