ლოს-ანჯელესი ლოსანოს ტრანსფერზე მუშაობს
ამერიკული წყაროების ცნობით, ლოს-ანჯელესი ნაპოლის ვინგერის ირვინგ ლოსანოს ტრანსფერზე პარტენოპეისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მექსიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი იტალიის ჩემპიონებთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ნაპოლი მის გაყიდვას ცდილობს.
აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა კონტრაქტის სიტუაციის ფონზე, ნაპოლი სავარაუდოდ მექსიკელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეელევა.