Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოსანოს პრემიერ ლიგაში მსურველები ჰყავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის ვინგერს ირვინგ ლოსანოს პრემიერ ლიგაში მსურველების სია უდგას.

მექსიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება და პარტენოპეი მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დე ლაურენტისს მისი ხელფასის შემცირება სურს, რაც ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი ლოსანოს აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდება და მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ. 27 წლის ფეხბურთელის გაფორმებით ასტონ ვილა, ნიუკასლი და ევერტონი ინტერესდებიან.