ლოტიტო:“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ლაციოსთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია“
ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მიმდინარე სეზონში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„წინ ჩვენ 4 უმნიშვნელოვანესი მატჩი დაგვრჩა და მარტივი არც ერთი მათგანი არ იქნება, ამიტომ გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი ლაციოს თითოეულმა წევრმა უნდა შეიტანოს. ასეთ დროს გამარჯვების სურვილი და მენტალური სიძლიერე ტექნიკურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვანიც კი არის, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად უნდა შევხვდეთ.
„ჩვენთვის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა, ეს გუნდის პროექტისა და მისი შემდგომში სწრაფი ტემპით განვითარებისთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გვაქვს და მჯერა, რომ სეზონს სასურველ პოზიციაზე დავასრულებთ.“