ლოტიტო:“ ნაპოლის ჟელინსკის სანაცვლოდ 20 მილიონი შევთავაზეთ, იმობილე ?…“
ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
„ლაციოს სატრანსფერო გეგმები ? ჩვენი პრიორიტეტი ახლა მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელის გაფორმებაა, შემდეგ კი სხვა პოზიციების გაძლიერებაზე გავაგრძელებთ მუშაობას. 3-5-2-დან 4-3-3-ზე გადმოსვლა მარტივი არ იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და ახლა გვსურს, რომ სარის მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა მივცეთ.
„ჟელინსკი ? ის 29 წლის არის, მისი კონტრაქტი ნაპოლისთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ნაპოლის მის სანაცვლოდ 20 მილიონი და ბონუსები შევთავაზე, მაგრამ მათ უარი თქვეს, ახლა კი ჩემი შეთავაზება კიდევ უფრო მცირეა.
„იმობილე ? მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩირო არ იყიდება. ის გუნდის ლეგენდა და კაპიტანია.“