Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოტიტომ მაურიციო სარის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა

ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც მაურიციო სარი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას აპირებს.

„მაურიციო სარისთან მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. იმის მიუხედავად, თუ რა იწერება პრესაში, სარის ლაციოში დარჩენა სურს და მან მე ეს არაერთხელ დამიდასტურა. ჩვენ ერთად ამბიციური გეგმები გვაქვს და ლაციოს განვითარებაზე მუშაობას ვაგრძელებთ.

„ანდერსონის კონტრაქტი ? ჩვენი სურვილი მისი შენარჩნებაა და გუნდის დატოვების სურვილი არც თავად ფელიპეს გამოუთქვამს, ამიტომ ჩვენ საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ.“