ლუჩიანო სპალეტის შეცვლის 3 კანდიდატი ნაპოლიში…
მას შემდეგ, რაც ნაპოლის რიგებში ლუის ენრიკეს ხილვა გამოირიცხა, აურელიო დე ლაურენტისი სხვა კანდიდატების ძებნას შეუდგა და 3 პოტენციური სამიზნე უკვე შეარჩია.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ამ მომენტისთვის პარტენოპეის პრიორიტეტი პორტუს სერჟიუ კონსეისაუა, რომელიც დე ლაუენტისის ერთ-ერთი ფავორიტი მწვრთნელი გახლავთ.
პორტუგალიელის გარდა, ნაპოლი ვინჩენცო იტალიანოსა და ტიაგო მოტას კანდიდატურებსაც განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები არც ერთ მათგანთან არ მიმდინარეობს.