Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ალბერტოს თამაში რომაულ დერბიში საეჭვოა…

ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ, ლაციო რომაული დერბისთვის მზადებას შეუდგა, რომელშიც არწივებს ფონს გასვლა შესაძლოა ლუის ალბერტოს გარეშე მოუწიოთ.

ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ფეიენორდთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, სამედიცინო შემოწმებამ კი მას არანაირი მძიმე ტრავმა არ დაუდასტურა, თუმცა ალბერტოს მარჯვენა ბარძაყის კუნთის გადაღლილობა აქვს, რის გამოც მისი თამაში რომაულ დერბიში კითხვის ნიშნის ქვეშაა.