Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ენრიკე ნაპოლისგან კვარა-ოსიმენის შენარჩუნებას ითხოვს…

ნაპოლიდან ლუჩიანო სპალეტის წასვლის გაოფიციალურების შემდეგ, პარტენოპეი იტალიელი სპეციალისტის შემცვლელის ძიებაზე კიდევ უფრო გააქტიურდა და აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნით, მათი პრიორიტეტი ესპანელი ლუის ენრიკე გახლავთ.

Il Mattino-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ენრიკესთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა და როგორც ჩანს, ესპანელი პარტენოპეის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის გარკვეულ გარანტიებს ითხოვს.

წყაროს ცნობით, ესპანელს სურს, რომ ნაპოლიმ გუნდის ლიდერები, მათ შორის კვარა-ოსიმენსი დუეტი შეინარჩუნოს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობას სიღრმე შესძინოს, რაც მას ორ ფრონტზე ბრძოლის საშალებას მისცემს…