Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ენრიკეს გამორიცხვის შემდეგ, ნაპოლიმ ახალი პრიორიტეტი შეარჩია

როგორც ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნა (იხილეთ აქ), ის ლუის ენრიკეს დარწმუნბას ცდილობდა, მაგრამ ესპანელს სხვა გეგმები აქვს და პარტენოპეის სხვა კანდდიატების ძებნა მოუწევს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნაპოლიმ პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია და მასთან მოლაპარაკებებიც დაიწყო.

წყაროს ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტს პარტენოპეის რიგებში პორტუს თავკაცის სერჟიო კონსეისაუს ხილვა სურს, რომელსაც პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და დიდია ალბათობა, მან პორტუ სეზონის ბოლოს დატოვოს.