Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკა რომერომ ლაციოსთან ბოლო სავარჯიშო სესია გამართა…

იტალიური მედიის ცნობით, ლუკა რომერომ გუშინ ლაციოსთან ერთად ბოლო სავარჯიშო სესია გამართა და გუნდს დაემშვიდობა.

18 წლის ტალანტი არგენტინის ნაკრებთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, შემდეგ კი ახალი გუნდის ძებნას შეუდგება.

რომეროს მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე, რომელზეც თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.