ლუკაკუ ბატისტუტას რეკორდის კვალდაკვალ…
რომელუ ლუკაკუ რომას რიგებში პოზიტიურ სვლას აგრძელებს და ამჯერად ბელგიელის გოლით ჯალოროსიმ დაძაბულ ბრძოლაში ლეჩეს დამარცხება შეძლო, რითიც უმნიშვნელოვაენსი 3 ქულა მოიპოვა.
ლუკაკუმ რომას რიგებში საწყის 9 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო და 3-ქულიან ეპოქაში რომას ისტორიაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
ამაზე კარგი მაჩვენებელი რომაში მხოლოდ ლეგენდარულმა გაბრიელ ბატისტუტამ დააფიქსირა, რომელმაც 9 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.