ლუკაკუ:“ ინტერი ყველაფერზე მნიშვნელოვანია“
ინტერის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც სეზონის მიწურულს ფორმაში შევიდა და მოედანს საგოლე გადაცემის ან გოლის გარეშე აღარ ტოვებს, რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე გუნდის კარგი თამაშის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ საჭირო მომენტში ფორმას ვიბრუნებთ.
„ჩვენ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველოდება, ჩვენი სიტუაცია კარგად ვიცით, თუმცა გვჯერა, რომ სეზონის პოზიტიურად დასრულებისთვის ყველაფერი გვაქვს.
„რომას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, განსაკუთრებით მათ მოედანზე, თუმცა ჩვენ გუნდის მენტალური სიძლიერე დავამტკიცეთ და ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.
„ვიქნები თუ არა სასტარტოში ჩემპიონთა ლიგაზე ? ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერი და მისი წარმატებაა, ჩემი მთავარი მიზანი გუნდის დახმარებაა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.“