Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუს რომაში დარჩენის იმედი აქვს

იტალიური მედიის ცნობით, რომელუ ლუკაკუს რომას დატოვება არ უდნა და იმედი აქვს, ჯალოროსი ჩელსისთან მის ტრანსფერზე საერთო ენას გამონახავს.

ლუკაკუს არენდა რომაში სეზონის ბოლოს სრულდება, თუმცა Il Tempo-ს ინფორმაციით, ბელგიელი ფორვარდი დანიელე დე როსისთან მუშაობით კმაყოფილია და ჩელსიში დაბრუება არ სურს.

წყაროს ცნობით, რომა ლუკაკუს სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და ჩელსის გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს, ლუკაკუ კი თავის მხრივ წლიური გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირების წინააღმდეგი არ არის.