Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუს რომაში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება…

იტალიური მედიის ცნობით, რომელუ ლუკაკუს ხილვა რომას რიგებსი სულ უფრო რეალური ხდება.

ატალანტასთან დუვან საპატას ტრანსფერის თაობაზე არსებული სირთულეების ფონზე, ჯალოროსიმ ალტერნატიული ვარიანტების ძიება დაიწყო და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბელგიელი ფორვარდი გახლავთ.

ლუკაკუს იუვენტუსში გადასვლა სურდა, თუმცა ტურინელები ბოლო პერიოდში მის ტრანსფერზე აღარ მუშაობენ, რომელუ კი ჩელსის გეგმებში არ შედის და Corriere della Sera-ს ცნობით, ინგლისელებს სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რომელუს იჯარით გაშვება მოუწევთ.

პრობლემა ლუკაკუს ხელფასია, რომელიც ჩელსიში სეზონში 12 მილიონს გამოიმუშავებს, რომა კი მისთვის 5-6 მილიონზე მეტის გადახდას ვერ შეძლებს…