მაცარი ნაპოლის ფორმაციის შეცვლას არ აპირებს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ვალტერ მაცარის ნაპოლიში პირველი ვარჯიშის შემდეგ გამოჩნდა, რომ პარტენოპეი ფორმაციას არ შეიცვლის და გუნდი 4-3-3 სქემით თამაშს გააგრძელებს.
იტალიელი სპეციალისტი თავის გუნდებს ყოველთვის 3-მცველიანი სქემით ათამაშებდა, თუმცა მისი ნაპოლიში მისვლის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ 4-3-3 ტაქტიკის გამოყენება იყო და როგორც ჩანს, მაცარი თავისი სიტყვის შესრულებას აპირებს…