Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაცარის პირველი კომენტარი ნაპოლიში დაბრუნების შემდეგ…

ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ პარტენოპეისთან ერთად პირველი სავარჯიშო სესიის წინ, რომელშიც მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც ნაკრებებში გამოძახებულები არ არიან, მცირე კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან დაღლილი ვარ, რადგან 2 დღეა არ მძინებია და ამ მომენტს ველოდებოდი. ყველაფერი შესანიშნავია ისე, როგორც ადრე და მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.“