Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენის ტრავმა სერიოზული არ არის და ის ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება

იუვენტუსის ნახევარმცველი უესტონ მაკკენი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს მუხლის ტრავმის გამო ნაადრევად გამოაკლდა და ტურინში დაბრუნდა, თუმცა ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და ის დიდი ალბათობით ინტერთან მოახლოებულ მატჩში ბიანკონერის განკარგულებაში იქნება.

25 წლის ფეხბურთელმა ტრინიდადი და ტობაგოს წინააღმდეგ, რომელშიც მაკკენის გუნდმა 3-0 იმარჯვა, 90 წუთი ითამაშა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ნაკრების დატოვება ნაადრევად მოუწია.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელის ტრავმა უმნიშვნელოა და ის 26 ნოემბერს derby d’Italia-სთვის მზად იქნება.