Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი და მასარა მილანს ტოვებენ…

არაერთი გავლენიანი იტალიური წყარო ცნობით, რიკი მასარა და პაოლო მალდინი მილანის რიგებს ტოვებენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ მასარას, მალდინისა და გუნდის მფლობელს ჯერი კარდინალეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა მილანის სატრანსფერო პოლიტიკა განიხილეს, რომელზეც მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.

MilanNews-ის ცნობით, მალდინი გუნდის სატრანსფერო ბიუჯეტით, რომელიც დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება, უკმაყოფილო დარჩა, ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, მალდინი-მასარას დუეტი სატრანსფერო ფანჯარაზე სრულ თავისუფლებას ითხოვდა, რაზეც კარდინალესგან უარი მიიღეს.

წყაროს ინფორმაციით, მილანის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ჯორჯო ფურლანი და ჯოფრი მონკადა გაუძღვებიან, სტეფანო პიოლი კი ამ მომენტისთვის ხელშეუხებელი გახლავთ.