მალდინი ფეხბურთში ბრუნდება…
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ლეგენდა პაოლო მალდინი ფეხბურთში დაბრუნებასთან ახლოს არის.
რამდენიმე გავლენიანი წყაროს ცნობით, პაოლოს სპორტული დირექტორის პოზიციას არაბული ალ-იტიჰადი სთავაზობს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ალ-იტიჰადის რიგებში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის კარიმ ბენზემა, ნ’გოლო კანტე, ფაბინიო და ლუის ფელიპე თამაშობენ.