მალდინი:“ ლეაუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის“
მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„დღევანდელი მატჩის ემოციური ნაწილი გვერდით რომ გადავდოთ, ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი იტალიური გუნდი ხვდება ერთმანეთს, ეს სერია ა-სთვის ძალიან სასარგებლოა.
„ჩვენ წინ შესანიშნავი სანახაობა გველოდება, რადგან ერთმანეთს ორი ხარისხიანი გუნდი უპირისპირდება. ჩვენ გათამაშებას გამოვთიშეთ ნაპოლი, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
„მილანის პროგრესი ? ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, რომ ასეთი დონე შევინარჩუნოთ. ამერიკელმა ინვესტორებმა იციან, თუ რამდენად დიდი ბრენდია მილანი. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ორი ნაბიჯის უკან გადადგმას ვრისკავთ.
„ლეაუს კონტრაქტი ? მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ, ეს არის ის, რაც უნდოდა გუნდსა და ფეხბურთელს. ეს მარტივი არ ყოფილა, ჩვენ არაერთი ტექნიკური პრობლემის გადალახვა მოგვიწია, რომელიც წარსულის გადმონაშთი იყო.“