მალდინი-მასარას შემდეგ, მილანი შესაძლოა პიოლიმაც დატოვოს
იტალიური მედიის ინფორმაციით, რიკი მასარასა და პაოლო მალდინის შემდეგ, მილანის რიგები შესაძლოა გუნდის თავკაცმა სტეფანო პიოლიმაც დატოვოს.
MilanNews-ის ინფორმაციით, გუნდის მფლობელები იტალიელი მწვრთნელის მიმართ ნდობას ინარჩნებენ და მისი დარჩენა სურთ, თუმცა მასარა-მალდინის წასვლის შემდეგ, ლომბარდიული გრანდის დატოვებას თავად სტეფანო განიხილავს.
წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში მილანის რიგებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე დიდ გავლენას იქონიებს.